სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ
„საერთაშორისო ურთიერთობებეის“ საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის მარიამ გეწაძის 26.07.2022 განცხადებების საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტის: მარიამ გეწაძის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,ევროპისმცოდნეობა“ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
- ზურაბ დავითაშვილი– პროფესორი;
- ფიქრია ასანიშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.